საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე დამსწრე საზოგადოებას საათზე მეტი მიმართავდა. თავის სიტყვაში მან რუსეთთან საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბათუმში ყოფნის დროს გაურკვეველი, პროვინციელი რუსები ნახა.
საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ – რა შეცდომებზე საუბრობს ექსპრეზიდენტი
„მე ბათუმში რომ ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი რუსი დადის. ახლა რუსეთში სხვადასხვანაირები არსებობენ, რაღაცა საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი, რაღაცა პროვინციელი რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომელიც იქ შენდება.
მე დავინახე, რომ ციხეშიც ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები. ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი. სხვათა შორის, მსგავსი არაფერი არ ხდება უკრაინაში.
იქ ეს ყველაფერი არის აკრძალული, რადგან უკრაინა არის რუსეთთან ნაომარი ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა ჩამოვსულიყავი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.