მიშა ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ სექტემბრის თვეში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სექტემბრის უმეტესი პერიოდი საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული იქნება:
„4 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე დედამიწა აღმოჩნდება ჰარმონიულ კოსმოსურ ზონაში, შედეგად, ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი პროგრესისა და დადებითი შედეგების მიღწევა პროფესიულ სფეროში, შემოქმედებაში, ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობაში. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება ფინანსური სფეროც. 10 სექტემბრიდან პლანეტა მერკური დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას, რის შედეგადაც ამოქმედდება გლობალური პოზიტიური გარდაქმნების მთელი ჯაჭვი…“
ცნობილი ასტროლოგის თქმით, სიტუაცია შედარებით დაიძაბება 23 სექტემბრიდან, რასაც კიდევ უფრო გააძლიერებს 25 სექტემბრის ახალმთვარეობა.