LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა

340
gdggd

ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა. აღნიშნული ტიტული მომღერალს „ბათუმობა 2019“-ის დასასრულს, გალაკონცერტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიანიჭა.

„დიდხანს მინდოდა, აქ მეცხოვრა. ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს ქალაქი ჩემთვის რჩება უსაყვარლეს ქალაქად. უზომო სითბოს მატარებელია ბათუმი და მადლობა აქაურ მსმენელს ასეთი სიყვარულისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობ. ამ ქალაქის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის არის უდიდესი სიმდიდრე“, – განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

სწორედ მისი გამოსვლით დასრულდა კონცერტი, რომელზეც მომღერალმა სამი კომპოზიცია შეასრულა.

კონცერტი, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ, თითქმის ორ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბათუმობის აღნიშვნა ფოიერვერკით დასრულდება.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობდა. “ბათუმობა 2019“-ის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი სპორტულ ღონისძიებებს დაეთმო.

დღეს "ბათუმობაა"

რა ღონისძიებები იმართება ქალაქში

იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი აქვს მინიჭებული, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული კუთხე მოეწყო.

შეგახსენებთ, 2019 წლის 31 იანვარს ბათუმის საკრებულომ ბათუმობის აღსანიშნი თარიღი ქალაქის დაარსების დღეს — 28 აპრილს დაამთხვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები