„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 29 აპრილს 11 საათზე გაიმართება. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული, რადგან წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.
“ჩინჩალაძის მონა ხარ” – მელია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
ექნება თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა, ეს უცნობია. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხვალ ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარტიის ცენტრალურ ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ დააკავეს.
დაკავებას კი წინ პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა უძღოდა.
თუკი გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად: პაპუაშვილი მელიაზე
ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირდა
99.9% მე პარლამენტში ვერ და არ შევალ: ნიკა მელია