LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტი ხელში გვაკვდება“- ექიმები ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

185
BeFunky-collage (1)

ექიმების ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

ისინი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

„ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“. – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მანანა ჯებაშვილი.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა.

სააკაშვილის თქმით, ბოლო მოვლენებმა ყველას აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ გვეყოფა პრეზიდენტების მოკვლა. ისტორია არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ქვეყანას ევროპის ოჯახში დაიკავოს ადგილი. ბოლო მოვლენებმა ყველას დაანახა, რა მძიმე მდგომარეობაშია მიშა, ჩემი ძმა, ჩვენი ძმა. მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის, ამაზე დაიდო კონსილიუმების დასკვნაც. დღევანდელმა დღემ უნდა აჩვენოს მსოფლიოს საით მივდივართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჰუმანური ხალხი ვართ, კაცთმოყვარე, ჩვენ გვჯერა დღევანდელი დღის, ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება,  აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

 ხაბეიშვილი:კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით, უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი

ენმ ხაბეიშვილზე: უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე

 

magti 5g