მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მან აშშ-ის ელჩთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საკუთარი იმედგაცრუება უკვე გამოთქვა.
ანონიმური წყარო მოსამართლეების სანქცირების დეტალებზე „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს: „დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით“
„ტექნიკურად, ეს სანქციები არაა, ეს ვიზის შეღუდვაა, მათ შორის განსხვავებაა“ - ამბობს წყარო „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
„აშშ 30 წელია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებისთვის, რომელსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბუნდოვანიცაა ეს ბრალდება, რა პერიოდს ეხება, რა საკითხებს ეხება, რატომ ეხება. ყველაფერი არის გაუგებარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.