LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი: დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ჯემალ ჭკუასელს

81
1

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მომღერლის, ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა “ერისიონმა” “სუხიშვილებთან” და “რუსთავთან” ერთად, ქართულ ხელოვნებას მსოფლიო დიდება მოუტანა:

“ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.

ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.

მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ “სუხიშვილებთან” და “რუსთავთან” ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, – ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.

ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ “ერისიონს” კი, – მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ანსამბლ “ერისიონის” მთავარი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g