ქეთი დევდარიანი „ფორმულასთან“ ინტერვიუში რუსების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრ რუსს იცნობს, რომლებიც უფრო მეტად გვიცავენ, ვიდრე მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
„ალტ-ინფოს ვემსახურები, რადგან ქართველია და ქართული სისხლი აქვს და ადამიანს, რომელმაც გაიაზრა, რომ პუტინის რუსეთში ცხოვრება საშინელებაა, პეტიციას მოაწერა ხელი და გამოსაქცევად აქვს საქმე, იმის გამო, რომ რუსული სისხლი აქვს, ხაჭაპურს არ ვაჭმევ? ამას ვერ დავადგენ, ამიტომ ჩემს კაფეს თუ დავაწერ ფრაზას რუსულ ხომალდზე ან უკრაინის დროშას დავკიდებ, თუ ის რუსი პუტინისტია, ისედაც არ მოუნდება შემოსვლა… ადამიანი ქმნის ატმოსფეროს. ისეთი სახლი შემიძლია შევქმნა, რომ რუსი შემოვა თუ უკრაინელი, თავად განვსაზღვრავ. არ ვყოფ რუსებად და უკრაინელებად. ჩემთვის სამყარო ახლა იყოფა პუტინისტებად და ანტიპუტინისტებად. ძალიან ბევრი რუსი ვიცი, ვინც ღარიბაშვილზე მეტად გვიცავს ჩვენ, მაგალითად, პირადად…
ვინ გამოათაყვანა რუსები? პროპაგანდისტებმა, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის ქართველი… საქართველოში არ შემოვუშვებდი თინა კანდელაკს. ის უნდა შემოვიდეს, რადგან ქართველია და არ უნდა შემოვიდეს ნევზოროვი, რადგან რუსია?!.“