LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 34 და 45 წლის მამაკაცები დააკავეს

54
დაკავება-1

შსს ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დაკავებული 2 პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

„სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

„მშობლებმა რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ დაწერეს, ავნერვიულდით“ – ვრცელდება ცნობები, რომ თბილისის სკოლების მიმდებარედ მოსწავლეებს უცნობი მამაკაცი უთვალვალებს

როგორც „ფორტუნას“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა, ნინო ყურაშვილმა უთხრა, მსგავსი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელის მეშვეობით, მშობლების საერთო გვერდიდან გაიგო, სადაც სკოლის მოსწავლის მშობლებმა ინფორმაცია გაცვალეს და ერთმანეთი გააფრთხილეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.“– აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

magti 5g