საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას შთაბეჭდილება რჩება, რომ სააკაშვილს არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, მისი თქმით, „თითქოს ეს მედიკამენტოზურია“, თუმცა ის ასევე განმარტავს, რომ „არ იცის რა ფორმით ხდება მიღება“.
ალასანია ასევე აცხადებს, რომ „გადატანილი წამების შემდეგ, როდესაც გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სააკაშვილი რამდენიმე დღე კარგად იყო, ახლა კი „ნელ-ნელა უკან მიდის“.
გიული ალასანიას განმარტებით, მის შვილს სისტემა უპირისპირდება.
„ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის ნდობაც მე არ მაქვს. გორის ჰოსპიტალში რომ გადმოიყვანეს გადატანილი წამების შემდეგ, რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ არ ვიცი რა ფორმით ხდება მიღება. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.