LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, პუტინთან მინდა შეხვედრა – რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

165
რობერტ სტურუა

მოსკოვში გამგზავრებამდე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც სტურუა აცხადებს, მისთვის გაურკვეველია „რატომ გვაქვს ასეთი აღგზნება“ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

სტურუას თქმით, მოსკოვში „ხელოვნების საჩვენებლად მიდის, რადგან ხელოვნებას საზღვარი არ აქვს“.

„წინასწარ მივდივარ სცენა, რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მინდა ვნახო მოსკოვი, პუტინთან მინდა შეხვედრა. უხერხულობას არ მიქმნის.

მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით.

ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა,” – განაცხადა რობერტ სტურუამ მოსკოვში გამგზავრების წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები