მსახიობი რუსკა მაყაშვილი „დღის პოსტთან“ თავის ოჯახურ ამბებსა და შვილებთან დამოკიდებულებაზე ჰყვება:
„მე არ ვაკნინებ იმ ქალბატონებს, ვისაც ძიძები ჰყავთ, ამ ასაკში იმიტომ გავაჩინე შვილები, რომ მინდოდა, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვყოფილიყავით ჩართულები მათ აღზრდაში. ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი მე გამოვიარო.
გარდა იმისა, რომ სანდრო არის ჩართული ფანტასტიკურად, ფანტასტიკური მამაა და „დედა-მამაც“ არის, შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩემს შვილებს ჰყავთ ძალიან კარგი ბებიები. ისინი იტოვებენ კატოს, როდესაც მე სამსახურში მივდივარ.
იმის თქმა, რომ ვერ მოვასწარი, არ მიყვარს. არც სიტყვა – დაღლა მიყვარს.
გაჩენის დღიდან მათი დღეებია, კონკრეტულად შაბათსა და კვირას არ ვნიშნავ, რომ შვილებთან ერთად ვიყო…“
ვიდეო: რუსკა მაყაშვილის მეუღლე ქალიშვილთან, კატოსთან ერთად ცეკვავს
ფოტო: „პატარა პრინცესა კატო“ – რუსკა მაყაშვილი უსაყვარლეს შვილებთან ერთად გრიგოლეთში ისვენებს