ცნობილი მსახიობის, რუსკა მაყაშვილის ტრადიციად ქცეული ცეკვები სადარბაზოს კიბეებზე, რომელსაც პერიოდულად შვილთან, პატარა კატოსთან ერთად ასრულებს, ინტერნეტ – სივრცეში პოპულარული გახდა.
მსახიობი ხშირად გვიზიარებს სოციალურ ქსელში ვიდეო კადრებს. რუსკას ძალიან უყვარს ცეკვა და ის ხშირად აქვეყნებს უსაყვარლესს კატოსთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს, რომელშიც ჩანს, რომ მის ქალიშვილს ძალიან მოსწონს ეს პროცესი და მოცეკვავე დედას თავადაც არ ჩამორჩება.