„მიხეილ სააკაშვილი წყლის გარდა ვერაფერს იღებს, აქვს ანემია და ვერ იცნობთ, ისეა გამხდარი“, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძე ითხოვს სააკაშვილი ქართულ საავადმყოფოში მაინც იქნას გადაყვანილი.
ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ „სააკაშვილს გადასხმასაც ვერ უკეთებენ წესიერად და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჩვეულებრივ სოფლის ამბულატორიაში იმყოფება“.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად კატასტროფული, ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს და ორჯერ აერია გული, როდესაც იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს, აქვს ანემია და რომ შეხედავთ ვერ იცნობთ ისე არის გამხდარი. მაინცდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? თუ ადამიანობა არ გყოფნის პრაგმატულობა მაინც უნდა გყოფნიდეს, რომ გესმოდეს რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი, ქართულ საავადმყოფოში მაინც.
კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე
დეკანოიძე “ოცნებას”: ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია
რატი ბრეგვაძემ და „ქართული ოცნების“ ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ ტრაგედიის შემთხვევაში პასუხისგება მოუწევთ. თავად მზად არის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს, გადასხმასაც ვერ უკეთებენ წესიერად და ჩვეულებრივი სოფლის ამბულატორიაა. კრიტიკულად აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რითაც მოიგებს ყველა პრაგმატული თვალსაზრისით. არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ გამოვიყვანთ ამ ადამიანს ციხიდან“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.