LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი… ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა“ – გიორგი კეკელიძე

693
Untitled design (2)

სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე. აღნიშნულის მიზეზი, სალომეს და სოფია კენჭიაშვილია, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

გიორგი კეკელიძე წერს, რომ „არცერთ მედიას არ მისცემს კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ ალაპარაკონ, რადგან სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს“.

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

„მხოლოდ ფაქტები – სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკვშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს – წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს – სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“,- წერს გიორგი კეკელიძე.

„მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ხალხს ისე გავეცანი“ – რას ამბობს აქციების სიმბოლოდ ქცეული გოგო, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია 

“ერთ მომენტში უკან გავიხედე, არ მეგონა თუ იქ მარტო ვიდექი.. ჩემთვის არ იყო საშიში, ცოტა გავერთე კიდევაც..” – ვინ არის წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები