LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები კლინიკურ მართვაში ერეოდნენ

185
Untitled design (2)

„ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს განაცხადა.

ვიდეო: “საზოგადოება დარჩება სრულიად გაოგნებული, როდესაც სააკაშვილს დაინახავენ” – ადვოკატი

სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ „ის, რაც ახლა ხდება, პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია“.

„მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი მკურნალი ექიმი და ექთანი იმ პირობით, თუკი მისცემენ ამის საშუალებას მათ პოლიტიკოსები.

ის, რაც ახლა ხდება, პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში. ეს აზიანებს ორ რამეს, ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და პაციენტს ჯერადობით უმცირებს მკურნალობაზე დამყოლობას. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ორი ფაქტორი, ამის განმარტება ჩემი აზრით, ზედმეტია. პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ თავი, ერთი კვირა მაინც მონახონ თავის თავში ძალა და აცადონ ექიმებს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ხოშტარია: „მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე – უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს

„არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია – გასულ წელს მუდმივად ესწრებოდა სხვადასხვა შეხვედრებს, გეგმავდა და ოცნებობდა მშობლიური საქართველოს ნახვაზე“: ლიზა იასკო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g