საქართველოს პარლამენტის წევრის, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 43 დღე გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და „ არ არსებობს არავითარი საფუძველი, გვქონდეს ეჭვი, რომ ამის იქეთ გაწეული სამედიცინო მომსახურება სათანადო სტანდარტის არ იქნება და დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაყენებული პირობები ადასტურებს ეჭვს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში გარკვეულ მოქმედებებს ექნება ადგილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„ამის იქეთ დაყენებული პირობები ადასტურებს ეჭვს, რომ არსებობს გეგმა, რამენაირად მიხეილ სააკაშვილი ციხის გარეთ მოახვედრონ და შემდეგ გარკვეული ქმედებები დაიწყონ, რაზეც ღიადაც საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან გამოვლილი თითოეული დღე ადასტურებს, რომ მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ჰქონდა შეთავაზებული, რაც ყველა დადგენილ სტანდარტს პასუხობს. მისი საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არის პრეტენზია იმისთვის, რომ რამენაირად ციხის გარეთ გავიდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ რეაბილიტაციის ეტაპს სამოქალაქო კლინიკაში გაივლის.
თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კკლინიკაში მოათავსებენ, ისინი კლინიკასთან აქციას არ გამართავენ.
