LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენ ყოფილხარ ცეცხლი” – რას წერს ნინი ბადურაშვილზე ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე

27574
BeFunky-collage (2)

რამდენიმე თვეა, საზოგადოების ყურადღება მომღერალ ნინი ბადურაშვილისკენ არის მიპყრობილი. მიზეზი მისი და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ხშირი ერთად გამოჩენა. ცნობისთვის, მომღერალი რამდნეიმე დღის წინ,  საფრანგეთში, კანში დედასთან და გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად ისვენებდა. ბიზნესმენმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ერთობიან იახტაზე უცხოელ მეგობრებთან ერთად.

https://www.instagram.com/p/B2b3yN2BB52/?utm_source=ig_embed&utm_campaign=dlfix

ცოტა ხნის წინ, ბიზნესმენის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა საჯარო პოსტმა, რომელიც ნინი ბადურაშვილმა გააზიარა, კიდევ ერთხელ მიიპყრო ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება.
გიორგი წერს:

“არც ვიცი საიდან დავიწყო! მოკლედ საქართველო და კერძოდ ბათუმი იქნება ის ადგილი, სადაც 2020 წლიდან ჩატარდება ყოველწლიური მსოფლიოს იახტების დიზაინერების დაჯილდოვება და ფორუმი! მსოფლიო იახტების დაჯილდოვების (World Yachts Trophies) და ჟურნალ World Yachts Magazine-ს ეგიდით ! ვიმეორებ მსოფლიო! მინდა სწორედ გამიგოთ და წარმოიდგინოთ სტუმრების რა კატეგორიაზეა საუბარი, იახტების მწარმოებელ კომპანიებზე და მათ მფლობელებზე! ასევე დიზაინერებზე და იახტების მფლობელებზე! დღეს ამ ყველაფერს მოეწერა ხელი და ლოკაცია “ბათუმი” ექსკლუზიურად დარჩება ამ ღონისძიების არსებობის მანძილზე! ოქტომბერში გვესტუმრება მნიშვნელოვანი სტუმრები და პრესკონფერენციაზე მეტ დეტალებზე ვისაუბრებთ! ?⚓???”

პოსტს მალევე ნინი გამოეხმაურა -“უმაგრესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის! Giorgi Chikvaidze შენ ხარ რაც ხარ, p.s კარგი ფეხი მქონია”, რასაც ბიზნესმენმა ასეთი კომენტარით უპასუხა – “ფეხი კიარა შენ ყოფილხარ ცეცხლი”.

https://www.instagram.com/p/B2epRk-hKWe/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები