LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერის მეუღლის სასიყვარულო წერილი – „შენ პაწაწინა მინდვრის ყვავილი ხარ…“

1355

ცნობილი ოპერის მომღერალი თამარ ივერი არა მხოლოდ კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც წარმატებულია. ჰყავს მეუღლე, სპორტსმენი რაულ ცხადაძე და ორი შვილი.

რაულისა და თამარის სიყვარულის ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილი საჯაროდ სიყვარულის გამხსელასაც არ ერიდება. ახლახან რაულმა სოციალურ ქსელში თამარს შემდეგი სტატუსი მიუძღვნა:

„ჩემი სიცოცხლე… ამ დღეს, ნიშნად ქორწინებისა, ჩემ სიყვარულს შევთავაზე ნიშნობის ბეჭედი და მთელი 8 წუთი მუხლმოდრეკილი ველოდი, რომ თანხმობა ეთქვა…

თანხმობის მერე, დღემდე ბედნიერი ვარ…

მაგრამ ის 8 წუთი საუკუნე იყო ჩემთვის. ძალიან ბევრმა რამ გონებაში გამიარა და იცით, რაა? ესე მეგონა, ჩემი გულის ბრაგუნი ჩემ ირგვლი მყოფ ყველას ესმოდა…

ჩემო სიყვარულო, მიხარია, რომ ჩემ გვერდით არსებობ…

შენ ჩემი პაწაწინა „მინდვრის ყვავილი“ ხარ!…“

თამარმა, თავის მხრივ, ფოტო და სტატუსი გააზიარა და დაწერა: „ჩემი დიდი სიამაყე და სიყვარული…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g