LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მაყაშვილი იუბილარი ქალიშვილის დაბადებას და მძიმე ამბავს იხსენებს: „დაიწყო პანიკა… 18 წლის გოგო გვიკვდება და გვიშველეთო…“

303
თამარ მაყაშვილი და რუსკა

თამარა მაყაშვილი თავის უფროს ქალიშვილს, რუსკას დაბადების დღეს ვრცელი სტატუსით ულოცავს:

1986 წლის ლამაზი შემოდგომის თბილისობის ღამე გახლდათ, საათის ისრები 27 ოქტომბერს გვაუწყებენ და მეც გამაქანეს მე-2 სამშობიაროში. მართალი გითხრათ, ძალიან გავერთე სანამ დაიწყებოდა, მარა რა დაიწყებოდა… გენიალური ექიმების ბრიგადა მუშაობდა და ვხალისობდით, მოქანდა ლეგენდარული ბატონი რეზო ღოღობერიძეც ,თითქოს მას ველოდებოდით და აი, აქ კი დაიწყო, მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, ვიმშობიარე და ბაც… გართულება, ერთი კი მოვკარი ყური, გოგოაო და დაიწყო პანიკა. დარბიან ექიმები, ცოტა არ იყოს და არაადეკვატური სახეებით და ამასობაში მეც მიმაძინეს) თურმე საშინელი სისხლდენა დაიწყო და ვერ აჩერებენ( ამოწურეს საავადმყოფოს სისხლის ბანკი და ახლა ქვევით ჩაფრინდნენ დახმარებისთვის: „18 წლის გოგო გვიკვდება და გვიშველეთო… არც დაუყოვნებიათ იქ მდგარ ახალგაზრდებს და ყველამ პერანგის აკაპიწებით მკლავები გაუწოდეს, აუღებენ სისხლს და მერე ეკითხებიან: „ნასვამი ხომ არა ხართ?” აბა, რა იქნებოდა? თბილისობაა! სასოწარკვეთაში მყოფნი უკვე გამოსავალს ეძებენ. თან აგუებენ ოჯახს, რომ… და ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი, ქალიშვილი მოუყვანია სამშობიაროდ,„მე არა ვარ ნასვამიო”, ბრძანა და ეგრევე სტაცეს ხელი, ამოიყვანეს თურმე სამშობიარო ბლოკში, გვერდით მოუწვენიათ და აი, ასე გადამისხეს მისი სისხლი, რამაც ამ ქვეყანას დამაბრუნა! (ვინაობა დღემდე არ ვიცით, სთხოვა არ უთხრათო, მადლობა მას).

 

 

 

1986წლის ლამაზი შემოდგომის თბილისობის ღამე გახლდათ,საათის ისრები 27ოქრომბეს გვაუწყებენ და მეც გამაქანეს მე-2სამშობიაროში.მართალი გითხრათ ძალიან გავერთე სანამ დაიწყებოდა მარა რა დაიწყებოდა….გენიალური ექიმების ბრიგადა მუშაობდა და ვხალისობდით,მოქანდა ლეგენდარული ბატონი რეზო ღოღობერიძეც,თითქოს მას ველოდებოდით და აი აქ კი დაიწყო,მოკლედ თავი,რომ არ შეგაწყინოთ ვიმშობიარე და ბაც…გართულება,ერთი კი მოვკარი ყური გოგოაო,და დაიწყო პანიკა,,,დარბიან ექიმები ცოტა არ იყოს და არაადეკვატური სახეებით და ამასობაში მეც მიმაძინეს)თურმე საშინელი სისხლდენა დაიწყო და ვერ აჩერებენ(ამოწურეს საავადმყოფოს სისხლის ბანკი და ახლა ქვევით ჩაფრინდნენ დახმარებისთვის”18წლის გოგო გვიკვდება და გვიშველეთო…არც დაუყოვნებიათ იქ მდგარ ახალგაზრდებს და ყველამ პერანგის აკაპიწებით მკლავები გაუწოდეს,აუღებენ სისხლს და მერე ეკითხებიან:ნასვამი ხომ არა ხართ?”აბა რა იქნებოდა?თბილისობაა!სასოწარკვეთაში მყოფნი უკვე გამოსავალს ეძებენ თან აგუებენ ოჯახს რომ…და ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი,ქალიშვილი მოუყვანია სამშობიაროდ,”მე არა ვარ ნასვამიო”ბრძანა და ეგრევე სტაცეს ხელი,ამოიყვანეს თურმე სამშობიარო ბლოკში, გვერდით მოუწვენიათ და აი ასე გადამისხეს მისი სისხლი,რამაც ამ ქვეყანას დამაბრუნა!?(ვინაობა დღემდე არ ვიცით,თხოვა არ უთხრათო,მადლობა მას❣️)შედარებით შოკიდან გამოსულ ექიმებს გაახსენდათ,რომ გოგონა გაჩნდა,რომელიც იქვე მაგიდაზე წევს თავისთვის,დაუბანელი, შეუხვეველი და ასე…იწვა ალბათ ეს გოგონა,რომელსაც ჯერ სახელიც არ ქონდა და ფიქრობდა:არაუშავს,მოვა დრო და ყველას ეცოდინება, ვინ ვარ,რა ვარ და რა შემიძლია!!!?ასეც მოხდა,გავიდა დრო და ვფიქრობ ყველასათვის საყვარელი და უკვე თავის სახელდამკვიდრებული ქალბატონი რუსუდანი გახლდათ ის პატარა!რუსკა მაყაშვილს,უკვე ბრენდს,საამაყოს და საყოველთაოს გაუმარჯოოს!!!გილოცავ!დაე გვეამაყოს მარად შენით მთელს საქართველოს!შენ კიდევ სათქმელი და გასაკეთებელი ბევრი გაქვს!წინ და წინ მწვერვალების დასაპყრობად!(ღირდა ამად ჩემი ამბავი!)ეს კი შენი მადლობა ჩემთვის,სიამაყით და სიხარულთ,რომ ვუსმენ შენდამი მოფერებას!❤️☀️???გკოცნი და გეხვევი,შენი დედა!?თამარი? Ruska Makashvili პ.ს ილიას დაბიდუბის კადრები სიმბოლურად დავდე, სადაც მთელი ოჯახობა არიან?❣️❣️❣️❣️❣️

Posted by Tamara Makashvili on Thursday, 26 October 2023

 

 

შედარებით შოკიდან გამოსულ ექიმებს გაახსენდათ, რომ გოგონა გაჩნდა, რომელიც იქვე მაგიდაზე წევს თავისთვის, დაუბანელი, შეუხვეველი და ასე იწვა ალბათ ეს გოგონა ,რომელსაც ჯერ სახელიც არ ჰქონდა და ფიქრობდა: არა უშავს, მოვა დრო და ყველას ეცოდინება, ვინ ვარ, რა ვარ და რა შემიძლია!!!

ასეც მოხდა, გავიდა დრო და ვფიქრობ, ყველასათვის საყვარელი და უკვე თავის სახელდამკვიდრებული ქალბატონი რუსუდანი გახლდათ ის პატარა! რუსკა მაყაშვილს, უკვე ბრენდს, საამაყოს და საყოველთაოს გაუმარჯოოს!!!

გილოცავ! დაე, გვეამაყოს მარად შენით მთელს საქართველოს! შენ კიდევ სათქმელი და გასაკეთებელი ბევრი გაქვს! წინ და წინ მწვერვალების დასაპყრობად! (ღირდა ამად ჩემი ამბავი!) ეს კი შენი მადლობა ჩემთვის, სიამაყით და სიხარულით, რომ ვუსმენ შენდამი მოფერებას! გკოცნი და გეხვევი, შენი დედა, თამარი!.. პ.ს ილიას დაბიდუბის კადრები სიმბოლურად დავდე, სადაც მთელი ოჯახობა არიან…“

რუსკა მაყაშვილი იუბილარია – რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g