LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე აქციების გამართვას აპირებს: „აღმზრდელი მშობელი უნდა დაავალდებულონ, უთხრას შვილს სიმართლე…“

290
თამუნა მუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს, რომელიც გაიგებს, რომ გააშვილეს, უნდა ჰქონდეს უფლება, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიგოს საკუთარი დაბადების ზუსტი თარიღი და ბიოლოგიური მშობლის გვარი:

„აუცილებლად დავაანონსებთ აქციებს და მოვითხოვთ ჩვენს უფლებებს, რომელიც ირღვევა. თუ ჩვენმა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო და არ მოგვცეს უფლება, გავიგოთ ჩვენს თავზე ინფორმაცია, ვერ მივიღეთ ის, რასაც ვითხოვთ, მაშინ გავმართავთ აქციებს. გაზაფხულამდე დაველოდებით და სხვა მეთოდებს მივმართავთ…

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გაიგოს ინფორმაცია თავისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, რადგან გვესმის, რომ ეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოა. აქ საუბარია მხოლოდ ბიოლოგიურ გვარზე, რომლის ცოდნის უფლება აქვს ყველას, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა…“, ამბობს ტელეჟურნალისტი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

თამუნა მუსერიძე: „გინეკოლოგმა შემომითვალა, გესვრიო… არ მეშინია, მაინც ჩავალ!..“

თამუნა მუსერიძე: „დაზუსტებით ვიცით, რომ არც ერთ სასაფლაოზე ბავშვების დასაკრძალი ადგილი არ ყოფილა… ვივლი იქამდე, სანამ არ გავიგებთ, სად წაიყვანეს ბავშვები…“

“ჰქონდათ განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი, გაყინული ბავშვები და თუ მშობელი მოითხოვდა, ვითომ გარდაცვლილი შვილის ნახვას, აჩვენებდნენ” – სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდოდ გაყიდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g