LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ თავი გადაირჩინოს და ისტორიაში შევიდეს – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს“ – სოფო ჯაფარიძე

171
სოფო მზა

„თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ თავი გადაირჩინოს და ისტორიაში შევიდეს – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს,“– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ რასაკვირველია, მე სკეპტიკურად ვუყურებ [მის პოზიციონირებას], იმიტომ, რომ სამწუხაროდ, არაფერი გაუკეთებია მისი მოღვაწეობის პერიოდში..  ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს და ამის შემდგომ, ის ნამდვილად შეძლებს, ხვალ ჩვენმა შვილებმა თქვან, რომ მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ მჯერა, რომ ის დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოქმედებს, მაგრამ დაგვაჯეროს და რასაკვირველია, ჩვენც დავიჯერებთ,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის.

„მისთვის მთავარი სწორედ ქვეყნის თავისუფლებაა.

მას ტყუილად არ დაუტოვებია უკრაინაში ამხელა პატივისცემა. ის ჩამოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ დაიხსნას ჩვენი ქვეყანა რუსეთისგან,“– განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g