„ვოკალის აკადემიის“ კვარტეტმა რამდენიმე კვირის წინ ლეგენდარული „ორერას“ სიმღერა – „გოგოვ, მთვარეს ედარები“ მსმენელს ახალი ინტერპრეტაციით წარუდგინა.
ოთო ბაზერაშვილის, ვაჩე ღვინიაშვილის, ნიკოლოზ ხარატისა და გეგა შონიას შესრულებამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამჯერად, ოთხეულმა სიმღერა თავად „ორერას“ წევრთან, გენო ნადირაშვილთან ერთად გადაცემაში „იმედის დღე“ შეასრულა.
„ჩვენი მომავალი საუკეთესო ბავშვები“..
„ვარსკვლავებო… როგორ ბრწყინავთ“..
„ესეც ახალი თაობის „ორერას“ კვარტეტი“..
„როგორ კარგად შეეწყო თქვენი ხმები ბატონი გენოს ხმას“..
„რამდენჯერაც იმღერეს, იმდენჯერ შეუქმნეს ადამიანის სმენას, სულს, გულს, ყველა გრძნობას ზეიმი“ – წერენ კომენტარებში.
გენო ნადირაშვილი და „ვოკალის აკადემიის“ კვარტეტის ბავშვები
? გენო ნადირაშვილი და „ვოკალის აკადემიის“ კვარტეტი
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on პარასკევი, 07 ივლისი, 2023