LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვები არ დამავიწყდება, ისეთი სახეებით იყურებოდნენ. თან შეშინებულები, თან რა ძალა ჰქონდათ, არ ვიცი. იმ მომენტში არც ერთს არ უტირია.. ვკიოდით, მაშინ ვიფიქრე, ვერ გადავრჩებით-მეთქი“ – რას ჰყვება გიორგი ადამია, რომელიც სტიქიას შვილთან ერთად გადაურჩა

616
Untitled design

გიორგი ადამია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლის დროს სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა.

გიორგი შვილთან, 6 წლის თომასთან ერთად შოვში 2 აგვისტოს ავიდა. სტიქიის დროს გადაღებული გიორგის და თომას ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეო: „რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვისტრესებით.. მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება ამ ჯოჯოხეთს შევგუებოდი“ – დავით ჯელაძე

გიორგი ადამია მომხდარს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ იხსენებს:

„საშინელი ხმაური გავიგე, ავიაგამანადგურებელმა რომ გადაგიფრინოს – ასეთი ხმაური იყო. მანქანიდან გადმოვედი, ცას ვუყურებდი და დავინახე, „სანსეტ შოვის“ უკან ხეები ილეწებოდა, ყველა ხე ცვიოდა. იმ წამს მანქანაში ჩავჯექი და ბავშვს ვუთხარი, რაღაც ხდება და უნდა გავიქცეთ-მეთქი.

ჩემი სახლისკენ, სოფელ გლოლასკენ წამოვედი, 20 მეტრში გზა უკვე დამეწყრილი იყო. საპირისპირო მხარეს გამოვიქეცი. მეწყერი იქაც ჩამოწლოლილი იყო და გზა გადაკეტილი იყო – სად უნდა წავიდე-მეთქი, პირველი შიში ეს იყო…

პანიკა გვქონდა.. მაღლა რომ ვიდექი, რამდენიმე წამი არ მახსოვს, შემდეგ მახსოვს, გვერდზე ერთმა, შედარებით პატარა მეწყერმა ჩაიარა და ისევ დიდი ტალღა წამოვიდა, საითაც გაიხედავდი, ყველა მხარეს მოდიოდა.

ეს რომ დავინახე, ყველა ვკიოდით, მაშინ ვიფიქრე, ვერ გადავრჩებით-მეთქი, იმიტომ, რომ ვერსად ვერ გაექცეოდი, მთელს ჰორიზონტზე ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის შავი ტალახის ტალღა მოდიოდა.

ბავშვები არ დამავიწყდება, ისეთი სახეებით იყურებოდნენ. თან შეშინებულები, თან რა ძალა ჰქონდათ, არ ვიცი. იმ მომენტში არ უტირია არცერთს“, – ამბობს გიორგი ადამია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

 

გიორგი ადამია, რომელიც სტიქიას შვილთან ერთად გადაურჩა, შოვში მომხდარს იხსენებს

„ბავშვები არ დამავიწყდება, ისეთი სახეებით იყურებოდნენ. თან შეშინებულები, თან რა ძალა ჰქონდათ, არ ვიცი. იმ მომენტში არ უტირია არცერთს“ — გიორგი ადამია, რომელიც სტიქიას შვილთან ერთად გადაურჩა, „ფორმულასთან“ ინტერვიუში შოვში მომხდარს იხსენებს

Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 08 აგვისტო, 2023

 

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

„საშინელება ხდება რაჭაში.. ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით“ – რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g