„რანინელები“, მომღერლები ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი „რუსთავი 2“-ის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდნენ.
საბავშვო „ევროვიზიაზე“ ანასტასია ვასაძესთან ერთად ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი იმღერებენ
კადრს მიღმა, პატარა მომღერლებმა გადაცემის წამყვანები სიმღერაში ამეცადინეს.
სახალისო ვიდეო გადაცემის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. „ევროვიზია“ 2023-ის მონაწილეები და ტელეწამყვანები „ჭრელო პეპელას“ მღერიან.
?✨ ნიკოლოზ ხარატი, ანასტასია ვასაძე და ოთო ბაზერაშვილი დილის წამყვანებს სიმღერაში ამეცადინებენ
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2023
„ბრილიანტები“, „გასაოცარი ბავშვები“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში.