მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის “ნოესთან” სტუმარია.
როგორც ნუცა იხსენებს, ნახევარი წლის წინ სოციალურ ქსელში საკმაოდ ნეგატიური სიტყვებით მოიხსენიეს.
“ამერიკაში არ ხარ დამოკიდებული მეზობლის აზრზე…ნახევარი წლის წინ ძალიან “გადამიარეს” “ფეისბუქზე”. შიშველი ფოტოები მედო და მეწერა, “გაშიშვლებული კაცობრიობა” , საკმაოდ ფილოსოფიური იყო. ისტორია არ წაიკითხეს და დამიწერეს “ეს ერთი იყო და ისიც გაშიშვლდა”. თუმცა მე ისეთი ადამიანი ვარ, რაც არ უნდა გადამიარო – მით უფრო ვბრაზდები და უფრო მეტად მინდება ჩემი სიმართლის დამტკიცება”, – საუბრობს ნუცა შანშიაშვილი.
რატომ დაბლოკა ალა პუგაჩოვამ ნუცა შანშიაშვილი: „ეს იყო პირველი გულისტკენაც და იმედგაცრუებაც…“