LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი სააკაშვილზე: ხომ ჩაერთვება ხვალ და დავინახავთ რამდენჯერ წაუვა გული სპეციალურად

164
Untitled design

„ეს არის სამარცხვინო ლიდერი, სამარცხვინოდ იქცევა და ჩართული ჰყავს ოჯახის წევრები, ცოლები, ყოფილი ცოლები, მომავალი ცოლები“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს განაცხადა.

ყაველაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩაერთვება ხვალ სასამართლო პროცესზე და დავინახავთ რამდენჯერ წაუვა გული სპეციალურად“.

„რა დიაგნოზი აქვს სააკაშვილს? ორი პარლამენტარია, სულ რაღაც სამ თვეში ვერ იცნობთ, ისე აქვთ დაკლებული, დიტო სამხარაძე და ბექა ოდიშარია. ლომჯარიას და კონსილიუმის ექიმმა დაადასტურა, რომ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული. მე არ ვარ მედიცინის მუშაკი, არც კონსილიუმის წევრი, ვერ შევაფასებ, ამ პროცესს საზოგადოება უყურებს და ევროპარლამენტარები, როცა ეტყვით, რომ კვდება ადამიანი, რას იტყვიან, რომ მოკვდეს? რა თქმა უნდა, გამოექომაგება და სპეციალურად რომ ვრცელდება პრესაში, ლობისტური კომპანია დაიქირავეს და ფულს უხდიან, რომ ამ თემაზე ივაჭრონ და მთელს ქვეყანას მოსდონ, ეს ხომ ფაქტია..

საზოგადოებამ იცის და კარგად იცნობს ამ ადამიანს, იცის მისი მავნებლური მმართველობა და ამით ვერ მოხდება ამ ადამიანის „გაპრავება“, თავის ბედთან შეგუება მოუწევს..

ვისზე გვესაუბრებით, პირველი დღიდან შიმშილობაზე რას აკეთებდა, მერე მთელი მსოფლიო როგორ ჩართო, რომ როგორც პატარა ბავშვი ვერ ძლებს, ვერ ეგუება, რომ ციხეში შეიძლება მოუწიოს, ეს არის ვაჟკაცობა? გორში როგორც მოიქცა, ხომ დავინახეთ და ეს იმ მოქცევის გაგრძელებაა. ვის უნდა ასეთი ლიდერი? ეს არის სამარცხვინო ლიდერი, სამარცხვინოდ იქცევა და ჩართული ჰყავს ოჯახის წევრები, ცოლები, ყოფილი ცოლები, მომავალი ცოლები, მთელი საზოგადოება, რომ როგორმე პატიმრობიდან დაიხსნან, ასეთი სამარცხვინო არსებაა, ისტორიას დარჩება, როგორი არ უნდა იყოს მმართველი.

ჩვენი ბრალია, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებას მივაკარეთ და დღეს გველაპარაკებიან, რომ ცუდად არის და ვერ ჭამს, ხომ ჩაერთვება ხვალ და დავინახავთ რამდენჯერ წაუვა გული სპეციალურად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა.. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით

„საშუალოდ, 9-დან 14-მდე მედიკამენტს იღებდა.. დიაგნოსტიკა ფაქტობრივად ბნელ ოთახში მიმდინარეობდა“ – რას პასუხობს მარიამ ჯიშკარიანს „ვივამედის“ დირექტორი

ნანუკა ჟორჟოლიანი: 100 ათასმა ადამიანმა საჯაროდ რომ თქვას, არ მოგაკვლებინებთ, გაუშვით სამკურნალოდ, თქვენი აზრით, ბიძინა რას იზამს? გაუშვებს, თუ დაინახავს, რომ მოთხოვნა პრინციპული იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g