LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრაზა: მე შენ მიყვარხარ და ამიტომ უკეთ ვიცი რა გჭირდება, არ არის სწორი“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

28
marinakajarava

გადაცემის ლაივი LIVE

დისფუნქციური და ჯანსაღი ოჯახის მოდელი, როგორ აღვზარდოთ ჯანსაღი პიროვნება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.

რა არის ოჯახი?

ოჯახი არის პლატფორმა, ეს არის ფუნდამენტი, რაზეც დგას კაცობრიობა. ოჯახს აქვს თავისი ფუნქციები. ოჯახს აქვს თავისი ეკონომიკა, ფინანსები და თუ ამას ვერ ახერხებს, ეს არის უკვე დისფუნქციური.  ოჯახი საწყის ეტაპზე  შედგება ორი ადამიანისგან,  მისი ფუნქციაა გამოკვება, სითბოს უზრუნველოფა. მნიშვნელოვანია იყოს მიზიდულობა წყვილს შორის. ოჯახს აქვს განვითარების ეტაპები და თავისი კრიზისები, რომელიც უნდა გაიაროს და წყვილმა გაუგოს ერთმანეთს.

აუცილებელია წყვილს ჰქონდეს შიდა რიტუალები, შიდა აღნიშვნები, წყვილი უნდა მიდიოდეს განმარტოებით სადმე, მეტი კონტაქტია საჭირო. ერთ ბიჭს ვკითხე, „რა ფერის თვალები აქვს შენს ცოლს და არ დავკვირვებივარო“, ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს რბოლაში იყვნენ და თვალების კონტაქტიც კი არ აქვთ ერთმანეთთან.

წყვილი უნდა იყოს ერთმანეთისთვის მიმზიდველი, იზრუნოს ჰიგიენაზე. როცა წყვილიდან ერთ-ერთი ვითარდება, სწავლობს და მისი მეუღლე რჩება ისევ მოზარდობის ასაკში, არ იზრდება მასთან ერთად, ბუნებრივია ადამიანი ინტერესს კარგავს.

როგორია დისფუნქციური ოჯახი?

რამდენიმე სახის დისფუნქციური ოჯახი არსებობს. ერთ-ერთია „ოჯახი თეატრი“, სადაც ყველა რაღაცას მალავს, როლები აქვთ გადანაწილებული და ყველამ იცის, სად რა უნდა თქვან, თამაშობენ, რათა საზოგადოების თვალში გამოჩნდნენ „იდეალურები“. არსებობს ოჯახი, სადაც ჰგონიათ, რომ მუდმივად ვიღაც თავს ესხმის და არიან ნევროტულ მდგომარეობაში. დისფუნქციურია ოჯახი, როცა წყვილს შორის არის შეურაცხყოფა.

ჩვენ ყველა რაღაც ჭრილობით მოვდივართ ბავშვობიდან და თუ ადამიანმა არ იმუშავა თავის თავზე, ის ვერ ხედავს საკუთ თავში პრობლემას. ეს ყველაფერი ხელს უშლის წყვილის ურთიერთობას. თანდათან იწყება ურთიერთბრალდება, შეურაცხყოფა, უპატიებლობა.

ოჯახი უნდა შეიქმნას, როცა არის ერთმანეთის პატივისცემა, ღირებულებების თანხვედრა, მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად შეგვიძლია შევხედოთ მოვლენებს მეორის გადმოსახედიდან.

რამდენად მნიშვნელოვანია წყვილმა ისაუბროს პრობლემებზე და მოუსმინოს ერთმანეთს?

ადამიანებს ჰგონიათ, რომ უკეთ იციან, მეორე ადამიანს რა უნდა. ფრაზები: „მე ვიცი“, „არაფერიც არ გტკივა“ – დამანგრეველია ადამიანისთვის. სინამდვილეში არაფერი ვიცით მეორე ადამიანის განცდების შესახებ. აუცილებელია მოსმენა ვისწავლოთ, გავიგოთ მეწყვილის განცდების შესახებ.

„მე შენ მიყვარხარ და ამიტომ უკეთ ვიცი რა გჭირდებას“ აჯობებს ვუთხრათ ადამიანს: „მე შენ პატივს გცემ“ და ვისწავლოთ განცდების მოსმენა.

აუცილებელია თვალის კონტაქტი, შეხება, ჩახუტება. ამერიკაში ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახები, სადაც ერთად აკეთებენ სადილს, უფრო მეტად არიან ჰარმონიულ ურთიერთობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები