სააფთიაქო ქსელ „იმპექსში“ მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლე დანერგეს. საუბარია ე.წ მუდმივ, ყოველკვირეული კატეგორიების აქციაზე, რომლის შესახებაც „ბიზნესნიუსის“ ეთერში ამომწურავად ისაუბრა „იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ნინო დგვეფაძემ. მან ფარმაცევტულ სექტორში არსებული სიახლეებიც მიმოიხილა და მსმენელს „იმპექსის“ საქმიანობა დეტალურად გააცნო.
პირველ რიგში, მოკლედ გაგაცნობთ ჩვენს კომპანიას. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი, დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზებით. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.
სულ რამდენიმე წელია, რაც „იმპექსფარმამ“ დაიწყო სააფთიაქო ქსელის განვითარება, რეგიონული განვითარების სტრატეგიით. „იმპექსის“ ბრენდის ქვეშ 3 წლის წინ განხორციელდა ქსელის რებრენდინგი, შემოვიდა თბილისში და სწორედ ამ დროს გახდა „იმპექსი“ ცნობილი უფრო ფართო აუდიტორიისთვის. რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, დღესდღეობით, „იმპექსი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამჟამად უკვე 1100-ზე მეტი დასაქმებული გვყავს საქართველოში, ქსელის გაფართოებასთან ერთად, დასაქმებულების რაოდენობაც გვეზრდება. 2022 წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 250-ამდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა ჩვენს ქსელს და 7 ახალი აფთიაქი გავხსენით. სხვათა შორის, დღეს გაიხსნა ჩვენი კიდევ ერთი ახალი აფთიაქი ნაძალადევის რაიონში, სვანეთის ქუჩაზე. მიმდინარეობს რამდენიმე ახალი აფთიაქის რემონტიც, რომლებიც მალე შემოუერთდება ჩვენს ქსელს.
ჩვენი 100-ზე მეტი აფთიაქია წარმოდგენილი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჯერჯერობით, დაგვრჩა სვანეთი, ამ რეგიონში არ ვფლობთ აფთიაქს, თუმცა, ჩვენი პრიორიტეტია ქსელის გაფართოება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
„იმპექსში“ თანამშრომლებს ადამიანურ კაპიტალს ვუწოდებთ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადამიანური კაპიტალია ჩვენი წარმატებული განვითარების ქვაკუთხედი. წინა ხაზის თანამშრომლების შერჩევა სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. ფარმაცევტების შემთხვევაში, ჩვენთვის ფარმაცევტული განათლება მნიშვნელოვანია. აპლიკანტი წერს ფარმაციაში საკვალიფიკაციო ტესტს, რის საფუძველზეც უკვე განისაზღვრება მზად არის თუ არა ის, რომ გახდეს ჩვენი თანამშრომელი და დაიწყოს შიდა სწავლება, თუ ჯერ ავიყვანთ სტაჟიორად, სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გახდება ჩვენი თანამშრომელი. თითოეული თანამშრომლისთვის განსაზღვრული გვაქვს უწყვეტი სწავლების და განვითარების პროგრამა, რის საფუძველზეც ისინი გადიან როგორც ტრენინგებს, ისე ადგილზე სწავლებას.
GDP – ანუ კარგი დისტრიბუციის სტანდარტის დანერგვა, დღესდღეობით, მართლაც წარმოადგენს ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. ეს რეფორმა შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოსთვის გზად ევროინტეგრაციისკენ. ჩვენ ვნერგავთ რეალურად კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოში როგორც უმაღლესი სტანდარტი ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის. ეს რიგითი მომხმარებლისთვის ნიშნავს მომწოდებლისგან მომხმარებლამდე მედიკამენტების მოწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფას და ტემპერატურული რეჟიმის და შენახვის პირობების დაცულობას. ანუ, ქართველი მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს გარანტირებულად ხარისხიან მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის თაროებზე. სწორედ ამიტომ, ქსელის გაფართოებასთან ერთად, ჩვენი ორიენტირი არის ხარისხის უწყვეტი განვითარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია 2018 წლიდან ფლობს მენეჯმენტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015. ასევე, 2022 წელს ამოქმედდა “იმპექსფარმის” თანამედროვე ლოგისტიჯური ცენტრი ქ. თბილისში, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო GDP სტანდარტებთან. კომპანიაში დანერგილი პროცესები უზრუნველყოფს ტემპერატორული რეჟიმის დაცვას დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, რაც მომხმარებლისთვის უსაფრთხო მედიკამენტების გარანტიაა. ჩვენ სერტიფიცრების პროცესის დაწყება გვიწევს ნოემბრისთვის და შესაბამისად, სრულ მზადყოფნაში ვარ.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ასევე ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში; მომხმარებელს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შეუძლია შეიძინოს „იმპექსის“ აფთიაქებში. შესაბამისად, მოთხოვნაც ადეკვატურია, რა თქმა უნდა. ანუ, „იმპექსში“ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე დეფიციტი არ გვაქვს და ამ მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია ჩვენს სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა სვანეთისა, სადაც ამ ეტაპზე, არ ვართ წარმოდგენილი.
რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის ამ ბრძანებას, ჩვენ ველოდებით მომწოდებლებისგან განახლებულ ფასებს, რა თქმა უნდა, ნავარაუდევია ზრდა, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ პარალელური იმპორტის კანონი ეხება თურქული ბაზრის გარდა, 30-ზე მეტ ბაზარს. ამიტომ, „იმპექსი“ უწყვეტად ახდენს ფასთა კვოტირებას სხვადასხვა ბაზარზე და მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ ფასად სთავაზობს წარმოდგენილ მედიკამენტებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქული მედიკამენტები კვლავ იაფიან სეგმენტში დარჩება, თუმცა, გარკვეული პროცენტული ზრდა მაინც ივარაუდება. ვერ ვაზუსტებ, ჯერჯერობით, კონკრეტულ პროცენტს, რადგან, ველოდებით განახლებულ ტარიფებს.
„იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მედიკამენტების მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტით აწარმოებენ მედიკამენტებს. დაახლოებით, მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ვახორციელებთ იმპორტს. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, როგორც იმპორტირებული მედიკამენტები, ისე ადგილობრივი წარმოება. აქვე კოსმეტიკურ ბრენდებსაც შევეხები: ჩვენს ქსელში ქართველი მომხმარებლისთვის საყვარელი, პრემიუმ ბრენდების გარდა, როგორებიცაა მაგალითად: Vichy, La Roche-Posay, Soskin, Cerave, Topicrem, Avene, Klorane და ა.შ, გვაქვს ასევე წარმოდგენილი საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ნატურალური, ორგანული და სრულიად უსაფრთხო, კოსმეტიკური ბრენდები. ვახორციელებთ ექსკლუზიურ იმპორტს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან. ასევე გვაქვს ბიუჯეტური და ხარისხიანი პოლონური, ესპანური, ბერძნული კოსმეტიკური ბრენდები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის. ფაქტობრივად, ყველა საჭიროების და გემოვნების ადამიანი შეძლებს შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტები „იმპექსში“ საუკეთესო ფასად.
გარდა იმ საინტერესო აქციებისა და შეთავაზებებისა, რომელიც აქტიურად ვრცელდება ჩვენი ოფიციალური ფეისბუკ გვერდის მეშვეობით, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე, ე.წ მუდმივი, ყოველკვირეული კატეგორიების აქციები, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს, თავის მოვლის პროდუქციაზე, ბავშვთა კვებაზე, აქსესუარებზე, ასევე ტანის მოვლის პროდუქციაზე ისარგებლოს ყველაზე დაბალი ფასებით. ეს აქციები არის ჩვენი „ერთგულების“ და ფასდაკლების „ზე ბარათის“ მომხმარებლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ფასდაკლებასთან ერთად, მომხმარებლები აგროვებენ ქულებს, ანუ ე.წ სხივებს. ბარათის განსაკუთრებულობა არის ის, რომ დაგროვილი ქულების, ანუ სხივების გადაცვლა ნებისმიერ პროდუქციაზეა შესაძლებელი შეუზღუდავად.
ჩვენი განსხვავებულობა არის ჩვენი ბრენდის ღირებულებებში და პოზიციონირების განაცხადში. ჩვენი ბრენდის არსი ეფუძნება უზნაძის განწყობის თეორიას და ჩვენი სლოგანი არის „განეწყვე სიცოცხლისთვის“. გვწამს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი გარემო და მომსახურება ხელს შეუწყობს ჩვენს მომხმარებლებს, სიცოცხლისადმი პოზიტიური განწყობა ჰქონდეთ.