LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში, საქართველოში იაფი სუპერმარკეტების ქსელი გამოჩნდება – პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

27
189874763-1894943094012882-5969683968274664656-n

სუპერმარკეტების ქსელი „იაფი“ ახლახან დაფუძნებული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მთელი შემართებით, ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად, შეეცდება დაიმკვიდროს ადგილი ლიდერთა რიგებში. კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს ხელმისაწვდომ ფასებს, პროდუქტების ფართო არჩევანს და კომფორტულ გარემოს.

„იაფის“ გეგმებსა და მიზნებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ კვირიკაშვილმა ისაუბრა.

– რა კონცეფციის სუპერმარკეტების ქსელი იქნება „იაფი“ და როგორ გაჩნდა ამ სახელწოდების კომპანიის შექმნის იდეა?

მიმდინარე პერიოდში, იცით, რომ საქართველოში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა: საზოგადოებას ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან გაუჭირდა იმ მაღალ ფასებთან შეგუება, რომელიც სასურსათო მაღაზიებში დღეისათვის ფიქსირდება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება გახდა ჩვენი გუნდის მამოტივირებელი ძალა და გაჩნდა იდეა, სახელად „იაფი“. ამ სახელის შერჩევაზე ძალიან ბევრი არ გვიფიქრია, თვითონ შინაარსით მაღაზია მოიაზრებს, რომ პროდუქცია მომხმარებელს მივაწოდოთ რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასებში და ეს სახელწოდება „იაფი“ – იყო სწორედ ის საუკეთესო ვერსია, რომელიც ჩვენს მესიჯს ყველაზე სწორად მიიტანდა მომხმარებლამდე.

-როდის და სად იხსნება იაფის პირველი ფილიალი და რამდენი ადამიანის დასაქმებას გეგმავთ?

„იაფის“ პირველი ფილიალი ქალაქ გორში იხსნება, 15 ივნისს. იგეგმება საკმაოდ გრანდიოზული გახსნის ცერემონია და მოსულ სტუმრებს უამრავ სიურპრიზს და საჩუქარს ვუმზადებთ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად მობრძანდეს „იაფის“ პირველი ფილიალის გახსნაზე. გორის ფილიალში დაგეგმილია 30 ადამიანის დასაქმება, წლის ბოლომდე კი ჯამურად ვგეგმავთ, 300-ამდე სამუშაო ადგილის შექმნას.

-როგორ შეირჩა კადრები, რას მიანიჭეთ უპირატესობა?

რაიმე განსაკუთრებული პირობა ნამდვილად არ გვქონია. მთავარია, კანდიდატი იყოს კომუნიკაბელური, ენერგიული, მოტივირებული. არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, მათ შორის არც ასაკობრივი.

-რამდენი დასახელების და რა ტიპის პროდუქციას შესთავაზებთ მომხმარებელს?

ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: იქნება როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ტიპის პროდუქცია. ასე რომ, მომხმარებელს ძალიან დიდი არჩევანი ელის, როდესაც მოვა „იაფის“ სუპერმარკეტებში.

-საიდან ხდება აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და თუ იქნება თქვენთან წარმოდგენილი ადგილობრივი ნაწარმიც?

ძირითადად, ამ ეტაპზე, უპირატესობას ვანიჭებთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებს, თუმცა ძალიან მალე ვგეგმავთ, ჩვენი ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქციის გაყიდვასაც. აქვე დავაანონსებ და ვიტყვი, რომ ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საზღვარგარეთ და უახლოეს პერიოდში პროდუქციის ისეთ ნაიორსახეობას შევთავაზებთ მომხმარებელს, რომელიც ჩვენს კონკურენტებთან არ არის.

-პირველი ფილიალის გახსნის შემდეგ, რა ვადებში გეგმავთ ახალი ფილიალების გახსნას და სად?

ახალი მაღაზიები საკმაოდ მოკლე შუალედებში გაიხსნება. უკვე გვაქვს 6 მიმდინარე პროექტი და ისინი, დაახლოებით, ერთ კვირიან შუალედში გაიხსნება. გორის შემდეგ იქნება თბილისი, კერძოდ წყალტუბოს ქუჩაზე გაიხსნება „იაფის“ მაღაზია და ამას უკვე მოჰყვება სხვა ფილიალებიც. თუმცა, ამ 6 პროექტზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განვითარებას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ლოკაციებზეც.

-უნდა გკითხოთ მოლოდინებზეც – როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება საზოგადოების გამოხმაურება და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებლის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მათ შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასებში. აქედან გამომდინარე, ველოდებით ძალიან დიდ გამოხმაურებას და ჩართულობას საზოგადოების მხრიდან. მოლოდინებიც საკმაოდ პოზიტიური გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები