გასულ კვირას გამართულ „მეტ გალას“ ღონისძიებაზე ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი „ბარბერის“ შავ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც თვლებისგან შექმნილი აპლიკაცია ამშვენებდა. 51 წლის ლამაზმანს სახეც ზღაპრული ორნამენტებით ჰქონდა დამშვენებული.
მოგვიანებით ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოზე მისი 10 თვის ქალიშვილი ჩანს, რომელიც დედას ტელევიზორის საშუალებით უყურებს. გოგონას ყავისფერი, ხუჭუჭა თმა აქვს.
„დიდი მადლობა ბარბერის, ჩემი ქალიშვილი კი ამ დროს ტელევიზორით, სახლიდან მადევნებს თვალს“, – წერს მოდელი.
„ნაომის შვილის მამა?“ – 51 წლის კემპბელი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა
ფოტო: „ის ჩემი ქალიშვილია“ – ნაომი კემპბელმა ქალიშვილთან ერთად „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა