LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 1960-იანი წლების უიშვიათესი Ferrari აუქციონზე 16,5 მილიონ ევროდ გაიყიდება

180
1428x1428 (3)

აუქციონების სახლი RM Sotheby’s აპრილის ბოლოს მონაკოშო გამართავს ვაჭრობას, სადაც წარმოდგენილი იქნება ლეგენდარული Ferrari 250 GT SWB California Spider.

ეს კონკრეტული ავტომობილი 56 ერთეულიდან ერთ-ერთია – რიგით 26-ე ეგზემპლარი, რაც მის განსაკუთრებულ იშვიათობას უსვამს ხაზს. სწორედ უნიკალურობა, კოლექციონერებში მაღალი მოთხოვნა და კარგი მდგომარეობა განსაზღვრავს მის სავარაუდო ფასს – 14.5-დან 16.5 მილიონ ევრომდე.

ავტომობილი აწყობილია 1961 წლის სექტემბერში და თავდაპირველად გადაეცა Ferrari-ს იმპორტიორს დიუსელდორფში. იმავე წელს ის წარდგენილი იყო Frankfurt Motor Show-ზე.

მოგვიანებით მანქანა გადავიდა პირველ მფლობელთან რომში, შემდეგ კი რამდენიმე წლის შემდეგ მოხვდა შტატებში, სადაც ერთ მფლობელს  30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (1969–2000) ეკუთვნოდა. შემდეგ ავტომობილი ისევ ევროპაში დაბრუნდა და  მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა.

წლების განმავლობაში ავტომობილი რამდენჯერმე გადაღებეს, შეიცვალა ინტერიერიც და ჩაუტარდა არაერთი რესტავრაცია. ბოლო მნიშვნელოვანი აღდგენა  2019–2022 წლებში იყო.

მიუხედავად ვიზუალური ცვლილებებისა, ავტომობილს აქვს Ferrari Classiche სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ მას შენარჩუნებული აქვს ორიგინალი ძირითადი კომპონენტები – მათ შორის ძრავი, კორპუსი და ტრანსმისია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ამავე მოდელის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარი აუქციონზე 17 მილიონ დოლარზე მეტ ფასად გაიყიდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ავტომობილის საკოლექციო ღირებულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები