ბექჰემების დიდი ოჯახის წარმომადგენელი, 18 წლის რომეო მამის, ლეგენდარული ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის კვალზე მიდის. ვიქტორიამ ვაჟის მისწრაფებების შესახებ გამოცემა „ვოგისთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ფეხბურთელობა სურს. ის ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობს და ინტენსიურად გადის წვრთნებს მამასთან და მის საფეხბურთო გუნდთან „ინტერ მაიამისთან“ ერთად.
აღსანიშნავია, რომ წარსულში რომეო ჩოგბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. შეგახსენებთ დევიდმა „მანჩესტერ იუნაიტეტთან“ კონტრაქტი მაშინ გააფორმა, როცა ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო.
ცნობისთვის, ვარსკვლავური წყვილის 15 წლის ვაჟი, კრუზი კი დედის კვალზე წასვლას აპირებს. მას მუსიკოსობა უნდა. ის სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს ვიდეოებს, რომელშიც უკრავს და მღერის. ცოტა ხნის წინ კი მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება მუსიკოსობაა.