ანჯელინა ჯოლი ბოლო პერიოდში არაერთხელ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში, თუმცა ის ან მარტო სეირნობს, ან შვილებთან ერთად დადის საყიდლებზე. გამონაკლისი წუხელ ღამით იყო, როდესაც ჯოლიმ საღამო მეგობართან ერთად გაატარა.
„როგორი სევდიანია“ – ანჯელინა ჯოლის მორიგი გამოჩენა და საყიდლებისთვის შერჩეული კლასიკური „ლუქი“
ანჯელინა ჯოლის დეპრესია სამოსზე აისახა, მსახიობი მხოლოდ შავი ტანსაცმლით დადის
მსახიობი ბევერლი-ჰილსზე მდებარე იტალიურ რესტორანში გადაიღეს, ის „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავთან, ელენ პომპეოსთან ერთად ვახშმობდა. 45 წლის ანჯელინა შეუდარებელ ფორმაში იყო, მას გრძელი, თავისუფალი სტილის თეთრი კაბა ამშვენებდა. 51 წლის პომპეო კი შავ შარვალსა და ამავე ფერის პალტოში იყო გამოწყობილი.