LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ასწლეულის კაბა, რომელიც 43 კგ.ს იწონის – ჯეი ლოს საქორწინო კაბის დაუჯერებელი ისტორია

2135
page

ფილმის პრემიერა „დაქორწინდი ჩემზე“ შედგა. ვიხილეთ გულგატეხილი პატარძალი, რომელიც ფაქტობრივად საკურთხეველთან მიატოვეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ, ჯენიფერ ლოპესს  ფილმში ბოლო ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაბა აცვია.

ფოტო: „ველით ბენიფერის ქორწილს“ – 52 წლის ჯეი ლო ძვირფასი ქვებით მორთულ საქორწინო კაბაში შოკისმომგვრელად ლამაზია 

52 წლის ჯეი ლოს ოცნების კაბის შექმნის ისტორიას, კოსტიუმების დიზაინერი, კეროლაინ დუნკანი ჰყვება. მისი განცხადებით, კაბა 43 კილოგრამს იწონის და შესაბამისად, მისი ტარება საოცრად რთული იყო, თუმცა ჯენიფერმა მასში მთელი დღე გაატარა.

„ჯენიფერისთვის შესაფერისი კაბის მოძებნა არ იყო მარტივი საქმე, ჩვენ გვინდოდა დიდი ზომის,  დეტალებზე ორიენტირებული კაბა, რომელიც მანამდე არავის სცმია. კაბას უზარმაზარი ფატა აქვს, ის 8 ფენა ტიულისგანაა შექმნილი, მის ასაწევად ხუთი ადამიანია საჭირო, ეს მართლაც დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია. ვინ გაართმევდა თავს ასეთ დავალებას, თუ არა ჯეი ლო? ყოველი დუბლის გადაღების შემდეგ მას უწევდა დასვენება, რათა მორიგი კადრისთვის მოეკრიბა ძალები“, – ჰყვება დუნკანი.

ცნობისთვის, კრემისფერ და ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა, რომელმაც ასწლეულის საქორწინო კაბის ტიტული უკვე მოიპოვა, „ზუჰაირ მურადის“ ეკუთვნის.

ქორწილის რეპეტიცია – ჯეი ლო წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით გამოჩნდა, ბენი თავს კვლავ ვერ იკავებს 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები