LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley Bentayga ბრილიანტებით გაფორმებულ ვერსიას მიიღებს

122
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ბრიტანულმა ლუქს ბრენდებმა Bentley-მ და Boodles-მა მეორედ გააერთიანეს ძალები ექსკლუზიური ავტომობილის შესაქმნელად. შედეგი გამოვიდა კროსოვერი Bentley Bentayga EWB, რომლის დიზაინზეც საიუველირო ოსტატებმა იმუშავეს.

მოდელისთვის შექმნილია ორი ინდივიდუალური შესრულება – Standard და Dark. პირველი უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის და გამოირჩევა ღია ფერის ინტერიერით: გამოყენებულია Gravity Grey და Linen ტყავი, ქვის შპონი, რომბის ფორმის ნაკერები და სპეციალური დეკორატიული განათება. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებულია Boodles-ის ლოგო, რომელიც ბრილიანტებით არის გამოსახული.

ექსტერიერში გამოყენებულია ემბლემები დისკებზე, Boodles-ის ნიშნები და დახვეწილი ვარდისფერი აქცენტები სარკეებზე.

Dark ვერსია ვიზუალურად მსგავსია, თუმცა უფრო მუქ ტონებშია გადაწყვეტილი: Satin Anthracite ფერის ძარა, Beluga და Baroda ტყავი, ასევე Piano Black შპონი. ვარდისფერი ელემენტები ამ შემთხვევაში ჩანაცვლებულია ვერცხლისა და ქრომის დეტალებით.

აღსანიშნავია, რომ Bentley-სა და Boodles-ის პირველი ერთობლივი პროექტი 2024 წელს წარმოდგენილი Bentley Continental GTC იყო – უნიკალური ეგზემპლარი Be Boodles, რომელიც ასევე ბრილიანტებითა და თეთრი ოქროთი იყო გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები