LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ძველი Corvette-ის ბაზაზე შექმნილი ლიმუზინის გაყიდვას 98 ათას დოლარად აპირებენ

113
1200x1200

აშშ-ში გასაყიდად გამოიტანეს უჩვეულო თვითნაკეთი ავტომობილი Chevrolet Corvette-ი. საკულტო კუპე გადააკეთეს ოთხკარიან სედანად და დაუგრძელეს ბორბლებს შორის მანძილი, რითაც ის სპორტული ლიმუზინის მსგავსად აქციეს. გარდა ამისა, Corvette-ს გადაუკეთეს სალონი და ძალოვანი აგრეგატი. ავტომობილს, რომლის გარბენი მითითებული არ არის, 98 ათას დოლარად აფასებენ, რაც ჩრდილო ამერიკულ ბაზარზე ხუთკარიანი Mercedes-AMG GT-ის ღირებულების ტოლია.

ლიმუზინის აგების პროცესის შესახებ გამყიდველი დეტალებს არ ასაჯაროებს. ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ Chevrolet Corvette ის დააგრძელეს, რომ მეორე რიგის სავარძლებისთვის მეტი სივრცე შეექმნათ.

ქარხნული ძრავა შეცვალეს უფრო თანამედროვე V8-ით და გვერდებზე გამოყვანილი გამონაბოლქვის მილებით, ხოლო საკიდარში გამოყენებულია პნევმოელემენტები. სალონში დამონტაჟდა სამი დისპლეი, მათ შორის ჭერზე განთავსებული, პრემიუმ აუდიოსისტემა, სავარძლების ელექტრორეგულირება და ტყავის მოპირკეთება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები