LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BYD-ის მოგება მკვეთრად შემცირდა – ელექტრომობილებზე ფასების ომმა შედეგი გამოიღო

106
1098x1098

BYD-ის წმინდა მოგება 2026 წლის პირველ კვარტალში 4.09 მილიარდ იუანს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.4%-ით ნაკლებია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მთავარი მიზეზი ჩინეთის ბაზარზე მიმდინარე ფასების ომია.

კომპანიის შემოსავალიც შემცირდა – დაახლოებით 12%-ით, 150 მილიარდ იუანამდე. გაყიდვებმაც იკლო: პირველ კვარტალში BYD-მა 700 500 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წლიურად 30%-იანი ვარდნაა. წინა კვარტალთან შედარებით კი შემცირება კიდევ უფრო მკვეთრია – 48%.

მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციაც ფიქსირდება – საერთაშორისო ბაზრებზე BYD-ის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ კომპანიას გლობალურად მაინც აქვს ზრდის პოტენციალი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაყიდვების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩინეთში სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმებაა, რომლებიც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების შეძენას წლების განმავლობაში ასტიმულირებდა. 2025 წლის ბოლოს ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ახლა კომპანიებს ფასების შემცირება უწევთ, რათა მომხმარებლები შეინარჩუნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები