მართალია, კანიე უესტს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და კიმ კარდაშიანთან 5 წლიანი ქორწინება კრახით დასრულდა, თუმცა, სამაგიეროდ მისი ბიზნესი ყვავის.
43 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე უესტმა ახალი დიზაინის სპორტული ფეხსაცმელი, Yeezy 451 გასულ წელს გამოუშვა. ახალმა მოდელმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სპორტული ფეხსაცმლის ფორმა მართლაც უჩვეულოა.
მიუხედავად ასეთი რეზონანსული შეფასებებისა, ალახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფეხსაცმელი ერთ წუთში ამოიყიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეპერი „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, პარიზის ქუჩებში აღნიშნული სპორტული ფეხსაცმლით გამოჩნდა. ახალი მოდელის ფასი 200 დოლარს შეადგენს, თუმცა, რადგანაც ის უკვე ამოიყიდა, გადამყიდველები 800 დოლარად ყიდიან.


