კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა სტივ როუდსმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ძველი Porshe 928-ის კოლექციაა ასახული. სპორტქარები ადგილობრივი უდაბნოს ტერიტორიაზე ინახება და უკვე სავალალო მდგომარეობაშია.
ფოტოების ავტორმა მანქანების სასაფლაო მაშინ იპოვა, როდესაც ტელეშოუს გადასაღებად ლოკაციას ეძებდა. უდაბნოში სეირნობის დროს სტივი დახურულ ტერიტორიას გადააწყდა და შიგნით 30–მდე „პორშე“ დათვალა. ავტომობილთა უმრავლესობა ჟანგითაა დაფარული და მათი ტექნიკური მდგომარეობაც სავალალოა. თუმცა, სამხრეთ კალიფორნიის მშრალი კლიმატის დამსახურებით კოლექცია ჯართად ჯერ არ ქცეულა.
სტივის განცხადებით, „პორშეების“ მეპატრონე მანქანებს წლების განმავლობაში აგროვებდა, შემდეგ მათ მიმართ ინტერესი დაკარგა და სპორტქარები მზის ქვეშ გასაფუჭებლად დაყარა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სპორტქარებთან დამშვიდობებას ის ჯერ–ჯერობით არ აპირებს.



