ხვიჩა კვარაცხელია და მისი საცოლე ნიცა თავაძე ურთიერთობის დაწყებიდან 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
წყვილი სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც ძალიან ლამაზად და ბედნიერად გამოიყურებიან.
„ორი წელი ერთად”, – ვკითხულობთ ფოტოზე.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია.
ცნობილია, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ – 1981 წელს დაასახელდნენ. ათეულში მოხვდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და კაპიტანი რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა გუნდის ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე თბილისის ქუჩებში დააფიქსირეს
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი სიდედრი ლამაზი და მოდური ქალბატონია: ნახეთ ფოტოები


