ბარბადოსელი ლამაზმანი, ბარბადოსის „ეროვნული გმირის“ წოდების მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული იმიჯით გამოჩნდა, მის წამოზრდილ მუცელს „ბოტეგა ვენეტას“ ნარინჯისფერი კაბა ვერ ფარავდა.
ფოტო: „რიანა ორსულადაა და მუცელს ხელით მალავს“ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix ავრცელებს
ფოტოების გავრცელების შემდეგ 33 წლის არტისტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის შეყვარებულთან Asap Rocky-თან ერთად, ნიუ-იორკში მდებარე პრესტიჟულ რესტორანში Cipriani იმყოფებოდა. ამჯერად რირიმ წამოზრდილი მუცლის დაფარვა „ოვერსაიზ“ ტანისამოსით სცადა. მას კრემისფერ და სადაფისფერ ფერებში გადაწყვეტილი დიდი ზომის ქურთუკი ამშვენებდა, ხელში კი „გუჩის“ ჩანთა ეკავა.
მომღერლის გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან, თუ როდის დაადასტურებს რიანა ინფორმაციას თავისი პირველ ორსულობის შესახებ.