LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „რიანა ორსულადაა და მუცელს ხელით მალავს“ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix ავრცელებს

846
page

რამდენიმე დღის წინ,  ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა და რესპუბლიკა გახდა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე რიანას მშობლიურმა ბარბადოსმა „ეროვნული გმირის“ წოდება მიანიჭა.

„დაე, ბრილიანტივით იბრწყინო“ – რიანას ბარბადოსის რესპუბლიკის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს

ჯილდოს მისაღებად მისული 33 წლის ვარსკვლავის იმიჯი მალევე მოექცა ყურადღების ქვეშ, მას „ბოტეგა ვენეტას“ ნარინჯისფერი კაბა ამშვენებდა და საოცრად გამოიყურებოდა. მისი წამოზრდილი მუცლის არ შემჩნევა შეუძლებელი იყო. უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ბარბადოსელი ლამაზმანი ორსულადაა და ის ბავშვს Asap Rocky-სგან ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას pagesix ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია ინფორმაცია.

შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2017 წელს ხვდებოდა. პირველად კი რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა. მათი განახლებული რომანი კი გასული წლის ბოლოს დადასტურდა

რიანასა და მის შეყვარებულს კლუბში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები