400 წლის შემდეგ ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა და რესპუბლიკა გახდა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან ოფიციალურად მოხსნეს ბრიტანეთის მონარქი.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა აღმოჩნდა, მას მშობლიურმა ბარბადოსმა „ეროვნული გმირის“ წოდება მიანიჭა.
„დაე, ბრილიანტივით იბრწყინო და შენს ქვეყანას სიამაყე მოუტანო შენი სიტყვებით და ქმედებებით“, – წარმთქვა ქვეყნის პრემიერმინისტრმა მისალოც სიტყვაში.
33 წლის რიანას „ბოტეგა ვენეტას“ ნარინჯისფერი კაბა ამშვენებდა და საოცრად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ბარბადოსმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის რიანა 2008 წელს კულტურის სფეროს ელჩადაც დაასახელა. აგვისტოში კი არტისტი „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში მოხვდა და მსოფლიოში უმდიდრესი მომღერალი ქალის სტატუსიც მოიპოვა.
რიანა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი გახდა
https://twitter.com/Phil_Lewis_/status/1465542173470957569?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1465542173470957569%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fon.ge%2Fstory%2F94729-E183A0E18398E18390E1839CE18390E183A1-E1839BE183A8E1839DE18391E1839AE18398E183A3E183A0E1839BE18390-E18391E18390E183A0E18391E18390E18393E1839DE183A1E1839BE18390-E18394E183A0E1839DE18395E1839CE183A3E1839AE18398-E18392E1839BE18398E183A0E18398E183A1-E183ACE1839DE18393E18394E18391E18390-E1839BE18398E18390E1839CE18398E183ADE18390