ტურისტული მოტოციკლეტების თემა მართლაც ამოუწურავია, ავტომწარმოებლებიც ხშირად გვანებივრებენ განსაკუთრებული მოდელებით. სწორი ჯდომა, ქარისგან დაცვის კონსტრუქცია და კომფორტის მრავალრიცხოვანი ოფციები ამ მოდელებს ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მოსახერხებელ ტრანსპორტად აქცევს.
ამასთან, ასეთი ტრანსპორტი მშვენივრადაა მომზადებული უგზოობის გადასალახად, დიდი საწვავის ავზი კი გზაზე გაჩერების აუცილებლობას ამცირებს.
ის ადამიანები ვინც მოტოციკლეტებს და განსაკუთრებით ამ მიმართულებას ნაკლებად იცნობენ, ალბათ იფიქრებენ რომ ეს ბაიკები თითქმის იდენტურები არიან. არადა, ეს ასე ნამდვილად არ არის. სხვაობა უდიდესია და თუკი კარგად დაუკვირდებით ამას აუცილებლად შეამჩნევთ.






