დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად ათასზე მეტ ვარსკვლავს რაინდის წოდება მიენიჭა. მათ შორის არიან: ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობები გერი ოლდმანი და ქეით უინსლეტი, ჯგუფ The Who-ს სოლისტი, როჯერ დოლტრი. სულ ტიტული და დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენი 1200 ადამიანმა მიიღო.
დევიდმა ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და სამადლობელი პოსტიც დაწერა.
„მიხარია, რომ დავესწარი დაჯილდოების ცერემონიას. შთამაგონებელი იყო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც განათლებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეობით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან. ვულოცავ ყველა ამ გამარჯვებულს!“ – ასე დაასათაურა ფოტოების სერია დევიდმა.
არ დააყოვნა დევიდის საყვარელი მეუღლის, ვიქტორიას თბილმა სიტყვებმაც:
„შენ ყოველთვის ჩემი რაინდი იყავი, მაგრამ ახლა ეს ოფიციალურია – სერ დევიდ ბექჰემი, რა დიდი პატივია… ვერ აღვწერ, როგორ ვამაყობ შენით. შენი ერთგულება ქვეყნისა და ოჯახის მიმართ არასდროს შერყეულა. უსაზღვროდ ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ შენ ჩემთან ხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ“, – დაწერა დიზაინერმა.
აღსანიშნავია, რომ მამისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არ მიულოცია არც ბრუკლინს და არც მის მეუღლეს, ნიკოლა პელტცს.


