აუქციონზე მიხაელ შუმახერის ბოლო სარბოლო ბოლიდს აუქციონზე გაყიდიან. სწორედ ამ ბოლიდით გამოვიდა მრბოლელი მოქმედი პილოტის სტატუსით. აუქციონს, რომლის ფარგლებშიც ლოტის შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ნოემბერში Sotheby’s აუქციონის სახლი შეასრულებს. აღნიშნული ბოლიდი სპეციალურად 2006 წლის სეზონისთვის შექმნეს. სწორედ 2006 წელს შუმახერმა ამ ბოლიდით 5 გრან-პრი მოიგო, 3 მეორე ადგილი დაიკავა და ასევე 4 ყველაზე სწრაფი წრე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბოლიდი მის კარიერაში რიგით 66-ე გახდა.