პირადი Ferrari – შემდგარი ცხოვრების სიმბოლოა და ამავდროულად, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითი რომაა, ამასაც კარგად გამოხატავს. ერთი ადამიანისთვის შექმნილი სუპერ ძვირადღირებული, ტექნიკურად და ესთეტიკურად იდეალური ავტომობილი – ნამდვილად დიდი ოცნებაა.
ზოგიერთები იტალიურ შედევრში დაინახავენ პლატფორმას – უსაზღვრო ექსკლუზივის შესაქმნელად. შეიძლება იფიქროთ, უფრო მაგარი რაღა უნდა გააკეთონო..ეს ხომ „ფერარია“! თუმცა, არა.. მდიდარ მომხმარებლებს ძალიან ბევრი მოთხოვნები აქვთ. მათ დასაკმაყოფილებლად იტალიურ მწარმოებელს 2008 წლიდან სპეციალური დანაყოფიც კი აქვს. ამ დანაყოფმა ცოტა ხნის წინ თავისი მორიგი ქმნილება – SP48 Unica წარადგინა.
მოდი გავეცნოთ სიახლეს და სხვა შედევრებიც გავიხსენოთ.