კორონავირუსის პანდემიამ არამხოლოდ რიგით ადამიანებს შეუცვალა გეგმები, ის ვარსკვლავურ ცხოვრებაშიც საკმაოდ უხეშად ჩაერია და არაერთ ცნობად სახეს ჩაუშალა დაგეგმილი ქორწილი. ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ გრანდიოზულ ქორწილს 2021 წელს გადაიხდიან.
გთავაზობთ 5 ვარსკვლავურ წყვილს, რომელთა ქორწილსაც 2021 წელს უნდა ველოდეთ
სიაში პირველი 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 44 წლის ალექს როდრიგესი არიან. ალექსმა ჯეი ლოს ხელი მიმდინარე წლის ზაფხულში იტალიის სანაპიროზე სთხოვა. აღსანიშნავია, რომ წყვილმა პანდემიის გამო ქორწილი უკვე ორჯერ გადადო. ცნობისთვის, ისინი ცერემონიის გადახდას იტალიაში გეგმავენ.
პანდემიამ 36 წლის კეტი პერისა და 43 წლის ორლანდო ბლუმის გეგმებიც შეცვალა. მათთვის 2020 წელი მართლაც გამორჩეულია, წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინათ. რა თქმა უნდა, ქორწილის გარეშე არაფერი გამოვა, ასე რომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ წყვილი პომპეზურ ქორწილს 2021 წელს აუცილებლად გადაიხდის.
ყველასათვის მოულოდნელად, ზაფხულში, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების 21 წილს ვაჟი, ბრუკლინი მილიარდერის ქალიშვილზე, ნიკოლა პელტცზე 7 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, წინ საუკუნის ქორწილი გველოდება. ცერემონიის დეტალები უკვე ცნობილია. ქორწილი ზაფხულში, ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლიურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებარეობს. ნიკოლას საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შეუკერავს.
2 თვის წინ 51 წლის გვენ სტეფანი და 44 წლის ქანთრი მომღერალი, ბლეიკ შელტონი დაინიშნენ. ნიშნობა წყვილის რანჩოში შედგა. წყვილი ერთად 2015 წლიდან არის. ინსაიდერის თქმით, როგორც კი პანდემიის გამო ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ისინი დიდ ქორწილს გადაიხდიან.
31 წლის ლილი კოლინზმა მწერალსა და რეჟისორს, 36 წლის ჩარლი მაკდაუელს სიტყვები – “დიახ თანახმა ვარ “ გაზაფხულზე უთხრა. მათ თავიანთი ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად 1,6 წინ განაცხადეს. მსახიობის დახვეწილი გემოვნების შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ასე რომ დაველოდოთ, როგორ საქორწინო კაბას მოირგებს ლილი.