LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბენსონ ბუნმა ,,კოაჩელაზე” პერფორმანსისას პატივი ფრედი მერკურის მიაგო – არტისტს სცენაზე ბრაიან მეი შეუერთდა

124
benson-boone-brian-may-homenaje-freddie-mercury-coachella

,,კოაჩელაზებენსონ ბუნის სადებიუტო პერფორმანსი შედგა, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად იქცა.

არტისტმა პუბლიკა მოულოდნელი სანახაობით გააოცა. 22 წლის შემსრულებელმა პატივი ლეგენდარულ ვოკალისტს, ფრედი მერკურისა და საკულტო ბენდს – Queen მიაგო.

მისთვის დამახასიათებელი აკრობატული ილეთებითა და შესრულების მანერით, ბუნმა 1975 წლის კლასიკურ ჰიტს – Bohemian Rhapsody ახალი სიცოცხლე შესძინა. მეტიც, მას სცენაზე ბრაიან მეიც შეუერთდა, რომელმაც 22 წლის შემსრულებელს გიტარის აკომპანემენტი გაუწია.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლურჯი მოსასხამი, რომელიც 45 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსის 1986 წლის პორფირზე მიანიშნებდა.

შოუს დროს, მომღერალმა მსმენელს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო და მომავალი დისკიდან ახალი სიმღერა – Mystical Magical წარადგინა.

ბუნმა მეორე სტუდიური ალბომის რელიზის თარიღიც გაამხილა. გაირკვა, რომ American Heart გაყიდვაში, 20 ივნისს ჩაეშვება.

,,არ მინდა ჰარი სტაილზს მადარებდნენ” – ბენსონ ბუნი ,,როლინგ სტოუნის” ფურცლებზე

@bensonboone_lat Se hizo canon 🤯 Benson canto junto a Brian May en Coachella #bensonboone #coachella #queen #freddymercury #brianmay #conciert #tributo #fyp ♬ sonido original – Benson Boone Fans Latam
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები